"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრემიერლიგის 34-ე ტურის მატჩზე ისაუბრა, სადაც "სიტიმ" "ნიუკასლს" 5:0 სძლია.
"მთელი სეზონის მანძილზე კარგ მატჩებს ვმართავდით, მაგრამ ზოგჯერ ქულებს ვკარგავდით. მთლიანობაში ჩვენი გამოსვლა საკმაოდ კარგია.
ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანოთ. ამით ტურნირის და მოწინააღმდეგის პატივისცემას გამოვხატავთ. მაგარია, როცა 5 გოლი კიდევ შევაგდეთ. კიდევ ერთი ქულა და ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ვართ.
გულშემატკივარი ძალიან გვაკლია. ეს მატჩები არ ჰგავს იმ მატჩებს, ადრე რომ იყო.
დავიდ სილვა - ნამდვილი მებრძოლია. ის მოედნის ვიწრო მონაკვეთებზე
იდეალურად თამაშობს. მან ძალიან კარგად ითამაშა", - თქვა გვარდიოლამ.