პოგბამაც კი გაიტანა - "მანჩესტერმა" ისევ გაიმარჯვა

AutoSharing Option
პრემიერლიგის 34-ე ტურის დასკვნით მატჩში "მანჩესტერმა" ბირმინგემში 3:0 დაამარცხა "ასტონ ვილა".

"მანჩესტერი" 58 ქულით მეხუთე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის ზონას 1 ქულა აშორებს და 13 ივლისს "საუთჰემპტონს" უმასპინძლებს.

"იუნაიტედმა" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა საერთო ანგარიშით 16:3 და ამას გარდა, პრემიერლიგის პირველი გუნდია, რომელმაც ზედიზედ 4 შეხვედრა 3+ გოლით მოიგო.

ფერნანდეშმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა - მის ანგარიშზე უკანასკნელ 3 შეხვედრაში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

მეკარე დე ხეამ "მანჩესტერში" 399-ე შეხვედრა ჩაატარა და ლეგიონერებს შორის პეტერ შმეიხელის რეკორდი მოხსნა.

პოგბამ ამ სეზონში პირველი გოლი გაიტანა - 12 მატჩში.

"მანჩესტერმა" მიმდინარე სეზონში 13 პენალტი დაარტყა და ტურნირის რეკორდი გაიმეორა.

ასტონ ვილა - მანჩესტერი 0:3
გოლები: 0:1 ფერნანდეში (27, პენ), 0:2 გრინვუდი (45+5), 0:3 პოგბა (58)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული