მერსისაიდული "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა საკუთარი გეგმების შესახებ ისაუბრა.
"კარიერის ბოლოს აუცილებლად დავბრუნდები გერმანიაში. დიდი ალბათობით, ეს კლუბი "მაინცი" იქნება. უახლოეს მომავალში რას ვაპირებ? 4 წელი "ლივერპულში" და მერე 1 წელი არაფერს გავაკეთებ.
ამ პერიოდში იმით ვიქნები დაკავებული, რაც მინდა. შეიძლება რომელიღაც გუნდი გავწვრთნა ან ნაკრები; შეიძლება საერთოდ არაფერი გავაკეთო. 5 წლის შემდეგ სამყარო, შესაძლოა, სრულად შეიცვალოს", - განაცხადა გერმანელმა.
მომზადებულია SWR-ის მიხედვით
კლოპის "ლივერპულში" გადასვლა ცოლის დამსახურებაა
კლოპი "სიტისთან" განადგურებაზე: საქმისადმი ჩემი გუნდის დამოკიდებულება მომეწონა