"მანჩესტერმა" გოლი 96-ე წუთზე გაუშვა დ მესამე ადგილზე ვერ დამკვიდრდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგაში ჩემპიონიც ცნობილია (ლივერპული) და ვიცე-ჩემპიონიც (მანჩესტერ სიტი), ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი სამი საგზურისთვის კი გააფთრებულ ბრძოლას სამი გუნდი აწარმოებს.

35-ე ტურში "ჩელსი" "შეფილდ იუნაიტედთან" განადგურდა (0:3), ხოლო "ლესტერი" - "ბორნმუთთან" (1:4) და "მანჩესტერს" მესამე ადგილზე გადასვლის შესაძლებლობა მიეცა.

თუმცა, ვერ გამოიყენა - საკუთარ მოედანზე 96-ე წუთზე ობაფემისგან გოლი გაუშვა და "საუთჰემპტონთან" ფრეს დასჯერდა - 2:2.

სოლსკიაერის გუნდი ყველა ტურნირზე უკანასკნელ 18 მატჩში დაუმარცხებელია, ჩემპიონატზე კი - 11 შეხვედრაში.

მარსიალი "იუნაიტედის" მე-10 ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონატში 50 გოლი გაიტანა.

"მანჩესტერმა" პრემიერლიგაში ზედიზედ
მეხუთედ დაიწყო მატჩი ერთი და იგივე სასტარტო შემადგენლობით, რაც ბოლოს 27 წლის წინ მოხდა.

მეკარე დე ხეამ მეოთხასეჯერ დაიცვა "მანჩესტერის" ღირსება - 140 მატჩში გოლი არ გაუშვა.

მანჩესტერი - საუთჰემპტონი 2:2
გოლები: 0:1 არმსტრონგი (12), 1:1 რეშფორდი (20), 2:1 მარსიალი (23), 2:2 ობაფემი (90+6)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული