გვარდიოლამ შესაძენი ვარსკვლავების სია ჩამოწერა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ სიტიმ" უეფას სასამართლოში მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მოეხსნა, გუნდის საგრძნობლად გაძლიერება გადაწყვიტა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ სასურველი ფეხბურთელების სია ჩამოწერა, რომელთა ყიდვაც ესპანელ მწვრთნელს ძალიან სურს.

პეპის სიაში კი შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ: დავიდ ალაბა, რომელთან ერთადაც გვარდიოლა მიუნხენის "ბაიერნში" მუშაობდა; "ნაპოლის" მცველი კალიდუ კულიბალი, "ვალენსიას" გარემარბი ფერან ტორესი და "ინტერის" თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი.

აღსანიშნავია ისიც, რომ "ქალაქელები" გუნდის საუკეთესო ფეხბურთელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებენ. კლუბში მეტი ხნით დარჩებიან კევინ დე ბრუინი, რაჰიმ სტერლინგი და
გაბრიელ ჟეზუში.

მთავარი ის გახლავთ, რომ "სიტის" ხოსეპ გვარდიოლასთან უნდა კონტრაქტის გაგრძელება. ესპანელს ხელშეკრულება მომავალი სეზონის ბოლოს უმთავრდება.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
ქართველი ფეხბურთელები ხომ არ დონემდე ვერასდროს მისუნავენ. იქნებ მირანჩუკი მაინც წაიყვანოს გვარდიოლამ, ძალიან ნიჭიერი ბიჭია.
Odala
16:43 14-07-2020
10
მოიქოქა ტომარა?რამდენი გადაიხადეს საინტერესოა.მინიმუმ ასი ლიმონი.უეფა ზრუნავს ფეარ ფლეიზე აშკარად.ასეთი გუნდების არსებობა საფრთხეა ფეხბურთისთვის,ფაქტიურად ფულმა მოკლა ფეხბურთი.
Master
15:02 14-07-2020
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული