![](https://sportall.ge/pictures/image5/95313185d76d44c6dab5601a9198d125.jpg)
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ინგლისის თასის ნახევარფინალში ლონდონის "არსენალთან" წაგების (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"არც ისე კარგად ვითამაშეთ, სათანადოდ მომზადებულები არ ვიყავით. თუ მთელი 90 წუთის განმავლობაში ყურადღებით არ თამაშობს, ასე რამ (დამარცხება) შეიძლება მოხდეს.
საუკეთესო ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ, ჩვენც ადამიანები ვართ. ოპონენტი კი კარგად მოქმედებდა, ასეთი რამ ხდება ხოლმე.
მხოლოდ იმაზე მწყდება გული, რომ პირველი ტაიმი ისე ვერ ჩავატარეთ, როგორც მეორე. შეხვედრისადმი მიდგომა უნდა შეგვეცვალა, მაგრამ ვერ შევძელით,"- აღნიშნა პეპმა.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით