დასახელდა პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი

AutoSharing Option
საფეხბურთო ჟურნალისტების ასოციაციამ "ლივერპულის" ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი ინგლისის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

ჰენდერსონმა ისეთ ფეხბურთელებს აჯობა, როგორებიც არიან: კევინ დე ბრუინე ("მან.სიტი"), მარკუს რაშფორდი ("მან. იუნაიტედი") და ასევე, რამდენიმე თანაგუნდელს.

შეგახსენებთ, "ლივერპულმა" პრემიერლიგა დამაჯერებლად მოიგო და ჩემპიონი 1990 წლის შემდეგ პირველად გახდა.

მიმდინარე სეზონში ჰენდერსონმა 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 4 გოლი და გააკეთა 5 ასისტი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
დე ბრუინია ყველაზე კარგი პრემიერლიგაში!!! ჰედერსონი არა სიკო შეხედეთ სტატისტიკას
ბაჩო
16:04 24-07-2020
8
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული