"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბორუსიას" სანჩოში 98 მილიონი ევრო შესთავაზა და უარი მიიღო

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო, შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "მანჩესტერი" სანჩოს მოყვანას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში აპირებს და პირველი შეთავაზება უკვე გააკეთა. მათ გერმანელებს 98 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს. დორტმუნდელებს ფეხბურთელის ტრანსფერიდან 120 მილიონი ევროს მოგება სურთ.

მიმდინარე სეზონში სანჩომ "ბორუსიაში" 44 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 20 გოლი და გააკეთა 20 საგოლე გადაცემაც. გერმანიაში გადასვლამდე ის "სიტიში" თამაშობდა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული