ლონდონის "ჩელსი", როგორც ჩანს, საჩემპიონო გუნდს ამზადებს. ტიმო ვერნერის ტრანსფერის შემდეგ ისინი მადრიდის "ატლეტიკოს" მეკარეს, იან ობლაკის შეძენას აპირებენ.
ჟურნალისტ ნიკოლა სკირას ინფორმაციით, ლონდონელებმა ობლაკის მხარესთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.
"ჩელსის" ამჟამინდელი მეკარე კეპა არისაბალაგა, სავარაუდოდ, ლა ლიგაში დაბრუნდება. შესაბამისად, მის ადგილს იანი დაიკავებს.
იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერი ჩაიშლება, ლონდონელები "აიაქსის" მეკარე ანდრე ონანას შეიძენენ, რომელიც ობლაკთან შედარებით, გაცილებით იაფი დაუჯდებათ.