კლოპი: "ლივერპულის" მწვრთნელის მხრიდან ეს მისაღები არაა, თუმცა...

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ლიგის მწვრთნელთა ასოციაციის სპეციალური ჯილდოს მიღების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული დამრიგებლის, სერ ალექს ფერგიუსონის შესახებ ძალიან თბილად ისაუბრა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, საუკეთესო მწვრთნელად რომ დამასახელეს. ბედნიერი ვარ იმით, რომ სერ ალექს ფერგიუსონის სახელობის ტიტული მივიღე, ადამიანისა, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ.

ვიცი, რომ 100%-ით მისაღები არაა "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის მხრიდან, თუმცა მე მართლა აღფრთოვანებული ვარ მისით. ის პირველი ბრიტანელი მწვრთნელი იყო, ვისაც შევხვდი და ერთად ვისადილეთ. ეს დიდი ხნის წინ იყო. არ ვიცი, ახსოვს თუ არა, თუმცა
მე არასდროს დამავიწყდება, რადგან ეს ჩემთვის რომის პაპთან შეხვედრასავით იყო.

ბრწყინვალე იყო, კონტაქტი მალევე დავამყარეთ. არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე ხელებში მისი სახელობის პრიზი მექნებოდა. კიდევ უფრო განსაკუთრებულს ამ ჯილდოს ის ხდის, რომ გამოკითხვაში მონაწილეობას შენი კოლეგები იღებენ", - განაცხადა კლოპმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული