"არსენალმა" ობამეიანგის დუბლით "ჩელსის" მოუგო და ინგლისის თასს დაეუფლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"უემბლიზე" ჩატარებულ ინგლისის თასის ფინალში "არსენალმა" 2:1 დაამარცხა "ჩელსი" და მეთოთხმეტედ გახდა ტურნირის გამარჯვებული, რაც რეკორდია.

ამას გარდა, "არსენალმა" ევროპა ლიგაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

მიკელ არტეტამ მწვრთნელის რანგში პირველი ტურნირი მოიგო - ის "მეთოფეთა" პირველი თავკაცია, რომელმაც უკანასკნელ 33 წელიწადში სადებიუტო სეზონში მიაღწია ასეთ წარმატებას. ის პირველია, ვინც "არსენალში "თასი ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში მოიგო.

"ჩელსის" ფეხბურთელებმა სესარ ასპილიკუეტამ და პედრომ ტრავმები მიიღეს და შეცვალეს.

29 აგვისტოს "უემბლიზე" სუპერფინალში ერთმანეთს "ლივერპული" და "არსენალი" შეხვდებიან.

არსენალი - ჩელსი 2:1
გოლები: 0:1 პულიშიჩი
(5), 1:1 ობამეიანგი (28, პენ), 2:1 ობამეიანგი (67)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული