"ბორნმუთის" გავარდნის შემდეგ ედი ჰაუ გადადგა

AutoSharing Option
"ბორნმუთის" პრემიერლიგიდან გავარდნის შემდეგ მწვრთნელი ედი ჰაუ გადადგა.

42 წლის ჰაუმ კლუბთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და გუნდს ჩემპიონშიპში არ უხელმძღვანელებს.

ჰაუ "ბორნმუთს" 2008 წლიდან ედგა სათავეში და კლუბის ისტორიაში პირველად 2015 წელს პრემიერლიგაში გადაიყვანა.

ფეხბურთელის რანგში მან "ბორნმუთში" 300-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული