"მანჩესტერ იუნაიტედი" დორტმუნდის "ბორუსიას" მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და ჯეიდონ სანჩოს შეძენას ერთიანი გადახდით ვერ ახერხებს.
Bild-ის ცნობით, დორტმუნდელები მზად არიან სანჩოს 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიონ, თუმცა ინგლისელებს მოთხოვნილი ფინანსები არ გააჩნიათ.
აღსანიშნავია, რომ "წითელ ეშმაკებს" სათადარიგო გეგმა აქვს. მათ შეუძლიათ 70 მილიონი ევრო ახლავე გადაიხადონ, კიდევ 30 მილიონი 2021 წელს და დარჩენილი 20 - 2022 წლის განმავლობაში.
მიმდინარე სეზონში 20 წლის სანჩომ 44 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გააკეთა 20 საგოლე გადაცემა და გაიტანა 20 გოლი.