"ბორნმუთის" ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. მას შემდეგ, რაც გუნდი პრემიერლიგიდან გავარდა, მათ 8-წლიანი სამსახურის შემდეგ ედი ჰაუ გაათავისუფლეს.
The Times-ის ინფორმაციით, ჩემპიონშიფში გავარდნილი "ბორნმუთის" მწვრთნელი, შესაძლოა, ინგლისის ფეხბურთის ლეგენდა ჯონ ტერი გახდეს. ამჟამად ტერი "ასტონ ვილას" სამწვრთნელო შტაბის წევრია. შეგახსენებთ, "ასტონ ვილაც" ახლოს იყო გავარდნასთან, თუმცა ელიტარულ ჩემპიონატში ადგილი შეინარჩუნა.
მიმდინარე სეზონში "ბორნმუთმა" 38 ტურში 34 ქულა დააგროვა: გაიმარჯვა 9 მატჩში, 7-ჯერ ითამაშა ფრედ და 22 მარცხი განიცადა.
ჯონ ტერი "ასტონ ვილაში" 2018 წლიდან მუშაობს, მანამდე კი ერთი სეზონი ფეხბურთელის
ამპლუაშიც ეხმარებოდა გუნდს.