"მანჩესტერ სიტიმ" ფერან ტორესი 27 მილიონად შეიძინა

AutoSharing Option
ნახევარმცველი ფერან ტორესი "ვალენსიადან" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა.

"სიტიმ" 20 წლის ტორესი ბონუსებიანად 27 მილიონ ევროდ შეიძინა და ხუთსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.

გასულ სეზონში ლა ლიგაზე 34 მატჩში მან 4 გოლი გაიტანა დ 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ტორესმა პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე შემტევი სტილის გუნდში ჩაირიცხა, პროგრესში თვით პეპ გვარდიოლა შეუწყობს ხელს და ამისათვის თავად თავს არ დაზოგავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული