"ლივერპულმა" საჭირო მცველი ჯერ ტოპ გუნდებში ეძება და ბოლოს "ნორვიჩში" მიაგნო

AutoSharing Option
"ლივერპული" "ნორვიჩის" მცველ ჯამალ ლუისთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ლუისის გუნდი პრემიერლიგიდან ჩემპიონშიფში დაქვეითდა.

Sky Sports-ის ინფორმაციით, 22 წლის ჯამალით პრემიერლიგის სხვა გუნდებიც ინტერესდებიან. მისი ტრანსფერი 10-15 მილიონი ევროთი ფასდება, თუმცა სატრანსფერო რბოლაში ფავორიტად "ლივერპული" სახელდება.

ლუისი "ნორვიჩის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.

რამდენადაც "ნორვიჩი" პრემიერლიგიდან გავარდა, მცველის შეძენა დიდ სირთულეებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული.

ასევე დაგაინტერესებთ