ვისაც "ბარსელონა" ვერ იყიდის, "სიტი" იყიდის, რა პრობლემაა?

AutoSharing Option
2020 წლის ზაფხულში "მანჩესტერ სიტი" შემადგენლობის სერიოზულად გაძლიერებას აპირებს.

Sky Sports-ის ინფორმაციით, კლუბს კიდევ 5 ფეხბურთელის დამატება სურს. მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯარა 5 ოქტომბერს დაიხურება, "სიტი" კამპანიის დასრულებას სეზონის სტარტისთვის, 12 სექტემბერს აპირებს.

შეგახსენებთ, გუშინ, 4 აგვისტოს, "სიტიმ" ფერან ტორესის ტრანსფერი განახორციელა. ასევე, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია "ბორნმუთის" ფეხბურთელის, ნათან აკეს ტრანსფერიც.

კლუბის პრიორიტეტი დაცვის გაძლიერებაა. მათ ერთი მცველის დამატება ფლანგზე სურთ, ხოლო ერთის - ცენტრალურ დაცვაში. ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად კალიდ კულიბალი მოიაზრება.

ასევე, "ქალაქელებს" ფორვარდების დამატება სურთ, რომლებიც სერხიო
აგუეროსა და დავიდ სილვას შეცვლიან.

"ინტერის" ფორვარდი ლაუტარო მარტინესი "სიტისთვის" პრიორიტეტული მიზანია. ასევე, ინგლისელები მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელით, ჟოაუ ფელიშით არიან დაინტერესებულნი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული