"მანჩესტერ იუნაიტედი" სანჩოს წელიწადში 17.6 მილიონ ევროს სთავაზობს! "ბორუსიაში" მას 6 მილიონს უხდიან

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" ჯერჯერობით ვერ ახერხებს სანჩოს სატრანსფერო ფასზე დორტმუნდის "ბორუსიასთან" შეთანხმებას, თუმცა ფეხბურთელთან ხელფასი უკვე შეათანხმა.

Sport Bild-ის ცნობით, 20 წლის ჯეიდონმა ინგლისურ კლუბთან კონტრაქტის ყველა დეტალზე მოილაპარაკა. "წითელ ეშმაკებთან" ის 5-წლიან შრომით ხელშეკრულებას გააფორმებს და კვირაში 377 ათას ევროს მიიღებს.

გამომდინარე აქედან, წლიურად ფეხბურთელის ხელფასი 17.6 მილიონ ევროს შეადგენს. თავის მხრივ, გერმანელებიც ცდილობენ ჯეიდონის შენარჩუნებას და მას დარჩენის შემთხვევაში ხელფასს 10 მილიონ ევრომდე გაუზრდიან.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "წითელი ეშმაკები" და გერმანელები ვერ თანხმდებიან სატრანსფერო ფასზე, რომელიც 120 მილიონ
ევროს შეადგენს. მთლიანობაში "იუნაიტედი" მზადაა ეს თანხა გაიღოს, თუმცა 3 წელიწადში დაფაროს, დორტმუნდელებს კი თანხის მიღება ახლავე სურთ.

სანჩოსა და "შვარცგელბენს" მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებთ.

მიმდინარე სეზონში ჯეიდონმა ბუნდესლიგაში 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 17 გოლი და 16 საგოლე გადაცემა მიიწერა აქტივში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
წავა,წავა აბა რას იზავს.მაგ ფასად,ფოთის პოლიცმეისტერიც წავა.
სოსო
21:55 05-08-2020
0
რა თანხებია რაარი,ფეხბურთელები არიან თუ ნარკოკარტელის შეფები გაუგებარია უკვე.
master
17:53 05-08-2020
0

სიახლეები პოპულარული