
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი ვილიანი, რომელიც ზაფხულის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება, ლონდონის "არსენალში" გადასვლასთან ახლოს არის.
ESPN-ის ცნობით, ბრაზილიელმა "მეთოფეებთან" 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა და კვირაში 100 000 ფუნტს მიიღებს. მოსალოდნელია, რომ ვილიანის ტრანსფერი აგვისტოს ბოლოს გაოფიციალურდება.
მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა "ჩელსის" შემადგენლობაში 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 9 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მოუტანა გუნდს.