დღეს, 6 აგვისტოს, "ტოტენჰემ ჰოთსპურმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს ასისტენტი კლუბის ყოფილი კაპიტანი ლედლი კინგი იქნება.
კინგი "ტოტენჰემში" 1997 წლიდან 2012 წლამდე თამაშობდა და მთელი კარიერა "დეზებს" მიუძღვნა.
მის ანგარიშზე 317 მატჩია, სადაც 12 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.