![](https://sportall.ge/pictures/image31/784c2e6aa48ea0bb1b92189f7687c629.jpg)
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ "ჩელსის" ნახევარმცველი ვილიანი კარიერას "არსენალში" გააგრძელებს.
32 წლის ვილიანი თავისუფალი აგენტი გახდა და "არსენალი" სამსეზონიან კონტრაქტს გაუფორმებს ან შესაძლოა ხელშეკრულება 3+1 სისტემისა იყოს.
ახლა მხარეები უკანასკნელ დეტალებს ათანხმებენ.
ვილიანი "ჩელსიში" 2013 წლიდან თამაშობდა, 339 მატჩში 63 გოლი გაიტანა და 62 საგოლე გადაცემა გააკეთა.