ვილიანი "ჩელსიდან" "არსენალში" მომავალ კვირაში გადავა

AutoSharing Option
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ "ჩელსის" ნახევარმცველი ვილიანი კარიერას "არსენალში" გააგრძელებს.

32 წლის ვილიანი თავისუფალი აგენტი გახდა და "არსენალი" სამსეზონიან კონტრაქტს გაუფორმებს ან შესაძლოა ხელშეკრულება 3+1 სისტემისა იყოს.

ახლა მხარეები უკანასკნელ დეტალებს ათანხმებენ.

ვილიანი "ჩელსიში" 2013 წლიდან თამაშობდა, 339 მატჩში 63 გოლი გაიტანა და 62 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული