
"ლივერპულმა" პირეოსის "ოლიმპიაკოსის" 24 წლის მცველი კონსტანტინოს ციმიკასი 13 მილიონ ევროდ შეიძინა და ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ბერძენი ფეხბურთელი "წითლებში" 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ციმიკასი "ოლიმპიაკოსის" აღზრდილია, გასულ სეზონში კი საბერძნეთის ჩემპიონატის 20 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
ციმიკასი "ოლიმპიაკოსის" აღზრდილია, გასულ სეზონში კი საბერძნეთის ჩემპიონატის 20 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
მან განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერია და "ლივერპულში" გადასვლა ძმამ ურჩია, რომელიც მერსისაიდული გუნდის გულშემატკივარია.