სტარიჯი: პრემიერლიგაში დაუსრულებელი საქმე მაქვს

AutoSharing Option
ინგლისელი თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი, რომლის უკანასკნელი კლუბი "ტრაბზონსპორი" იყო, ამბობს, რომ დაბრუნება მშობლიურ პრემიერლიგაში სურს.

"კარიერის გაგრძელების ვარიანტები მთელ მსოფლიოში მაქვს, თუმცა მე ინგლისელი ფეხბურთელი ვარ და იქ თამაში ყოველთვის მომწონდა. ვთვლი, რომ პრემიერლიგისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამის მიცემა შემიძლია. ამიტომ მსურს დავბრუნდე და იქ კიდევ ვითამაშო.

ასეთი აღელვებული და მშიერი არასდროს ვყოფილვარ. თავისუფალი აგენტი ვარ და ბევრ წამყვან კლუბში მითამაშია. მზად ვარ, ნებისმიერ გუნდს დავეხმარო და მათი წარმატების ნაწილი გავხდე. ჩემს ფეხებს ჯერ კიდევ შეუძლიათ აჩვენონ, თუ რა შეუძლიათ."
- ციტირებს სტარიჯს Sky Sports-ი.

დანიელ სტარიჯი, რომელიც შემდეგ თვეში 31 წლის გახდება, პრემიერლიგის ისეთ გუნდებში თამაშობდა, როგორებიცაა: "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი", "ბოლტონი" და "ვესტ ბრომვიჩ ალბიონი". მან 306 მატჩში 105 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული