
Sky Sport Italia-ს ცნობით, "სევილიას" მცველი სერხიო რეგულონი ზაფხულში, შესაძლოა, "ჩელსიში" გადავიდეს.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელით თავად ლონდონის "ჩელსის" მწვრთნელი ფრენკ ლამპარდია დაინტერესებული. "ჩელსის" გარდა, ფეხბურთელზე პრეტენზია აქვს "ლაციოსაც", ხოლო ფეხბურთელის კონტრაქტი მადრიდის "რეალს" ეკუთვნის.
2019/20 წლების სეზონში სერხიომ 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 4 საგოლე გადაცემა.