იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა თავის "ტვიტერზე" ნახევარმცველ მარკეს ალანის "ნაპოლიდან" "ევერტონში" გადასვლას აანონსებს.
ლივერპულური კლუბი ტრანსფერს 30 მილიონ ევროდ გაჩარხავს, თავად ბრაზილიელს კი წლიურ გასამრჯელოდ 6 მილიონს დაუნიშნავს და ბონუსებსაც გადაუხდის.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 29 წლის ალანის სამსახურით პსჟ იყო დაინტერესებული.
ალანი "ნაპოლიში" 2015 წელს გადავიდა, ხოლო იქამდე "ვასკო და გამასა" და "უდინეზეს" ღირსებას იცავდა.
გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატის 23 მატჩში ალანმა 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.