"ჩელსი" სუპერკლუბად გადაქცევას ლამობს და ინგლისელ მცველში დიდ თანხას იხდის

AutoSharing Option
Metro-ს ინფორმაციით, "ლესტერისა" და ინგლისის ნაკრების მცველი ბეჯამინ ჩილუელი ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელი გახდება და მხარეები უკვე შეთანხმებული არიან.

წყაროს ცნობით, 23 წლის მცველის საანცვლოდ "არსტოკრატები" 72 მილიონ ევროს გადაიხდიან. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე ეს შთამბეჭდავი თანხაა. ფეხბურთელი "ჩელსიში" სამედიცინო შემოწმებას ხვალ, 17 აგვისტოს გაივლის.

ჩილუელი "ლესტერის" აღზრდილია და თუ "ჰადერსფილდში" მცირეხნიან იჯარით გაშვებას არ ჩავთვლით, სულ მშობლიურ კლუბში თამაშობდა. 2019/20 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 33 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. 2018 წელს კი ინგლისის
ნაკრებში დებიუტიც ჰქონდა.

alt"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს

altლამპარდის კვალდაკვალ: ჯონ ტერი მთავარი მწვრთნელი ხდება


მკითხველის კომენტარები / 2 /
ცოტა ძვირი ხომ არ არის? თან ცალი თვალიდან კარგად ვერ ხედავს, მარჯვენა ფეხი ორჯერ აქვს მოტეხილი და სკოლაშიც არ უვლია. ეგეთი ჩვენცა გვყავს „ხათაბალა“ გოგიტა,.. მარა იმას ტვინის შერყევაც ჰქონდა, ანუ ტვინიცა აქვს, ესეც ხომ ნავაროტკაა არა? არადა ხუთას დოლარსაც არავინ გადაიხდის...ჩვენ ვარსკვლავ გოგიტაში...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
20:59 16-08-2020
3
ჩელსი დიდი ხანია უკვე სუპერკლუბია
გუჯი
18:08 16-08-2020
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული