The Sun: "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლა შეიძლება პოჩეტინიომ შეცვალოს

AutoSharing Option
"სანის" ცნობით, "მანჩესტერ სიტი" მწვრთნელის პოსტზე მაურისიო პოჩეტინიოს კანდიდატურას განიხილავს.

გვარდიოლას "ქალაქელებთან" კონტრაქტი 9 თვის შემდეგ უსრულდება. მიუხედავად გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნისა, მისი გაშვება არ უნდათ, მაგრამ თავად არ სურს დარჩენა.

პოჩეტინიომ კი "ბარსელონას" მაღალი ანაზღაურება მოსთხოვა და მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

ის გასული წლის ნოემბერში "ტოტენჰემიდან" დაითხოვეს და მის ნაცვლად ჟოზე მოურინიო დანიშნეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარსას ეყოს რაც დათხოვნილი მწვრთნელები შეიფარა, რა მოვიგეთ თორე კი.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული