ლონდონური "ფულჰემი" "ბარსელონას" მცველის, ჟერარ პიკეს შეძენას ცდილობს. ინფორმაციას sport.es-ი ავრცელებს.
ინგლისურმა კლუბმა შესაბამისი წინადადება "ბარსელონას" უკვე გაუგზავნა. პიკესა და "ბლაუგრანას" შრომითი ხელშეკრულება 2022 წლამდე აკავშირებთ.
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩის შემდეგ, როცა "ბაიერნმა" "ბარსელონას" 8:2 სძლია, ჟერარმა განაცხადა: "კლუბი რადიკალურ ცვლილებებს საჭიროებს. თუ გუნდში საჭიროა ახალი სისხლის გამოჩენა და ძველი ფეხბურთელების წასვლა, მე პირველი წავალ".
ენრიკე სეტიენის ხელმძღვანელობით, "ბარსელონა", პირველად 2007/08 წლების შემდეგ, ტიტულის გარეშე დარჩა.
"ფულჰემმა" ჩემპიონშიფის პლეი-ოფში "ბრენტფორდი" დაამარცხა და პრემიერლიგაში დაბრუნდა.
22:39 19-08-2020
პიკეს შეძენა პრემიერლიგაში ახლად გადმოსულ კლუბს უნდა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული