სტუმართა გუნდში პირველად ითამაშა ფელიქსმა, რომელიც იჯარით გუშინ აიყვანეს, ძირითად შემადგენლობაში დააყენეს და 58-ე წუთზე კენი ტეტესთან უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს. ეს „ჩელსის“ ისტორიაში სადებიუტო შეხვედრაში ფეხბურთელის გაძევების პირველი შემთხვევაა.
მასპინძელთა გუნდის ფანები სკანდირებდნენ: „რა ტყუილად დახარჯეთ ფული“ – "ჩელსიმ" „ატლეტიკოს“ საიჯარო ხელშეკრულების თანახმად 11 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. „ჩელსის“ ფანები კი გადაყენებული მწვრთნელის, ტუხელის დაბრუნებას მოითხოვდნენ.
. „ჩელსიმ“ ყველა ტურნირზე ბოლო 8 მატჩიდან 6 წააგო, 1 ფრედ დაასრულა და 1 მოიგო.
. ვილიანი 26-ე ფეხბურთელია, რომელიც ადრე „ჩელსიში“ თამაშობდა და შემდეგ ამ გუნდს გაუტანა.
ლონდონი. „კრეივენ კოტეჯი“
ფულჰემი - ჩელსი 2:1
გოლები: 1:0 ვილიანი (25), 1:1 კულიბალი (47), 2:1 ვინისიუსი (73)