ტიაგო სილვა შეიძლება "ჩელსიში" უფასოდ გადავიდეს

AutoSharing Option
პსჟ-ის ცენტრალური მცველის, ტიაგო სილვას სამსახურით "ჩელსი" დაინტერესდა.

ბრიტანული "ტელეგრაფის" ცნობით, ახალი სეზონის წინ "ჩელსი" დაცვის გაძლიერებას გეგმავს და ბრაზილიელის უფასოდ ხელში ჩაგდება ერთ-ერთი ვარიანტია.

35 წლის ფეხბურთელს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ უმთავრდება და თავისუფალი აგენტი გახდება. ის შეიძლება ხელფასის შემცირებაზე დათანხმდეს და პრემიერლიგაში გააგრძელოს კარიერა.

გამოცემის მტკიცებით, "ჩელსი" ტიაგო სილვას კონტრაქტს 2022 წლის ზაფხულამდე შესთავაზებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული