მესი გვარდიოლას კონტრაქტზე შეუთანხმდა და სავარაუდოდ, საქმე სასამართლომდე მივა!

AutoSharing Option
თანდათან ირკვევა თავდამსხმელ ლეო მესის სიტუაცია, რომელმაც "ბარსელონას" დატოვება განიზრახა. კლუბის პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შეიძლება გადადგეს. ის არაა ის პიროვნება, რომელიც პოსტს თავისი ნებით დატოვებს.

მის ბედად, "კამპ ნოუზე" მატჩები უმაყურებლოდ ტარდებოდა და ალბათ, გარკვეული პერიოდი ისევ ასევე ჩატარდება და ობსტრუქციას ვერავინ მოუწყობს. თუმცა, არც ამის შიში აქვს, სტადიონთან კი გუშინ იმდენი გულშემატკივარი არ მისულა, რომ საპროტესტო აქციას სერიოზული სახე მისცემოდა.

"მუნდო დეპორტივო" ირწმუნება, რომ მესიმ გუნდის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ახალმა მწვრთნელმა რონალდ
კუმანმა ფორვარდ ლუის სუარესს კარისაკენ მიუთითა. ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" განადგურების შემდეგ სუარესი მესისთან სახლში იმყოფებოდა და მოვლენების განვითარებაზე გეგმებს ერთად აწყობდნენ, ხოლო არგენტინელმა ნიდერლანდელთან საუბრის მერე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

კატალონიის რადიოს პროგრამა Club de la Mitjanit-ი "ტვიტერით" ინფორმაციას ავრცელებს, რომ ლეო რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელ პეპ გვარდიოლას და კონტრაქტის გაფორმებაზე შეუთანხმდა.

მესის "ბარსასთან" ხელშეკრულების გაწყვეტა კი სურს, მაგრამ კლუბი ამტკიცებს, რომ ამისათვის 30 მაისამდე უნდა მიემართა, დათმობაზე არ წავლენ და მისმა მსურველმა კლუბმა 700 მილიონი უნდა გადაიხადოს.

ერთი სიტყვით, ყველაფერს ისეთი პირი უჩანს, მხარეები ვერ მორიგდებიან და საქმე სასამართლომდე მივა. დრო კი არ ითმენს, ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი "ბარსელონა" კვირას ახალი სეზონისათვის სამზადისს უნდა შეუდგეს. უნდა შეუდგეს მესისა და სუარესის გარეშე და თან, რაც მთავარია, ახალი ფეხბურთელების შესაძენი ფული არა აქვს.

მკითხველის კომენტარები / 45 /
მესი რომ არმზადა შანტაჟისტია დიდი ხანია ყველა ნორმალურმა იცის მაგრამ კატალონიელი გვარდიოლასი გამკვივებია.
რატომ ბლოკავთ კომენტატრებს
26 აგვისტო 2020 12:08
4
ეს გრაფი ახალი რეკაშეტი გაიჩითა? კაცი არ დატოვა უპასუხოდ.
დინამო
26 აგვისტო 2020 20:16
1
შენ უზრდელობ და მე აქ ერთ კაცცს გავეცი პადუხი. ისიც იმიტომ რომ აქეთ გამომეხმაურა. ვეჭვობ აი ზუსტად ეგ ტიპი ხარ
Graf
26 აგვისტო 2020 20:40
3
სანამ კარისკენ მიუთითებდნენ მანამდე წავიდა რონალდო რეალიდან. მესიც ასე უნდა მოქცეულიყო, მარტო მესი ტიტულებს ვერ მოიგებს, მესი ძან მაგარია, მაგრამ მარადონა არაა
გოგა
26 აგვისტო 2020 18:43
2
ბართომეუ გასაგდები და კუმანი რამდენ ხანს გაჩერდება ? ერთ წელსაც ვერ გაქაჩავს. რეალმა რონალდო რომ გაუშვა რა დღეშია. კი მოიგო ლალიგა მაგრამ არის ის რეალი რაც იყო ? მიმდინარე სეზონში ბარსა გაბანძდება
giorgi
26 აგვისტო 2020 14:11
1
წარმატება ბარსას კლუბების მთავარ ტურნირზე ჩემპიონთა ლიგაზე მაშინ ქონდა როდესაც გუნდში თამაშობდნენ ლიდერები ხავი,ინიესტა,ანრი,იბრა.ისმის კითხვა რატომაა რომ ბოლო 5 წელია სამარცხვინოდ გამოდიან.უბრალოდ მესის არ შესწევს უნარი გადამწყვეტ მომენტებში თავზე აიღოს ლიდერობა და გუნდს მოაგებინოს რაც არაერთხელ გაუკეთებია კრიშტიანოს და რა თქმა უნდა ლომებს პელეს,მარადონას,კიჭას,ზიდანს.განსაკუთრებით ცუდი შედეგები აქვს ნაკრებში სადაც 13 წელია არაფერი მოუგია.
GRaF-ს
26 აგვისტო 2020 19:12
2
აქ კიდე კმენტარების უმრავლესობას რა უწოდო ანტაზიაც არ მყოფნის. უბრალოდ მარტივად დაფიქრდით მცოდნეები და შეადარეთ ბარსას ტიტულები მესიმდე და მესის შემდეგ... თუ ეგეც რ გყოფნით არგუმენტად წადით რამე %% სპორტს ჩაუჯექით არაა ფეხბურთი თქვენი საქმე...
Graf.
26 აგვისტო 2020 18:23
1
შნ ნამყოფი ხარ და მე ვცხოვრობ და ნუ მასწავლი კაცურად რა სეპარატისტი და პარაზიტი ერია, ქედმაღალი ა...ი როლებიც ადამიანად არ გთვლიან. ან რა შუაშია ერი და გუნდი?
Ave-s
26 აგვისტო 2020 18:18
0
არ ვთვლი საჭიროდ რო აქ ვწერო ნამყოფი ვარ თუ ვცხოვრობ, ეს ერთი. და მეორე, ცოტა კორექტულად მეგობარო არავის არაფერს ვასწავლი და არც მინდა რო ვასწავლო. გკითხე უბრალოდ და არ მინდა აქ ისტერიკები გასაგებია?
ave
26 აგვისტო 2020 19:41
1
უმადურობა ისაა მილიონერი რომ გახდი მისი წყალობით და ეხლა გარბიხარ ჩაძირული გემიდან, ესეთია ესპანეთის რეალობა სულ და ამითაა ბავარია ძლიერი ფულზე არ იყიდებიან
givi
26 აგვისტო 2020 16:34
2
გვარიოლა წავა ინტერში და თან წაიყვანს მესის, ესეც ბარსელონას ერთგულება?! ჰგონია ლიგას ასე მაინც მოიგებს. ჩემს ფეხებს მოიგებს. როგორც ბაიერნში და სიტიში მოიგო. ხავი-ინიესტა, მესი ნეიმარი და სუარესი ერთად აღარ იქნება, არა! დამთავრდა ეპოქა, ისე როგორ თავის დროზე რეალში და აიაქსში დამთავრდა, ბაიერნში, მილანში. ეს ეპოქალური გუნდები იყვნენ, რომლებიც ალბათ50-60 წელიწადში ერთხელ მეორდება.
ასე იქნება
26 აგვისტო 2020 10:18
2
33 წლის მესი იმის ნახევარი აღარ არის, რაც თუნდაც 2 წლის წინ იყო. ახლა მისი სპორტული ფორმა დაღმავალია და რეალური ფასი 50 მილიონს არ აღემატება. იტალიაში გულშემატკივარი შესაძლოა მესის თამაშის სანახავად მიიზიდონ, ინგლისში ეს გამორიცხულია, რადგან ინგლისელებს მხოლოდ სახელით და წარსული დიდებით ვერ მოატყუებ. ინგლისის პრემიერლიგაში იგი ისევე გაფერმკრთალდება, როგორც თავის დროზე შევჩენკო. ოკლედ, მესი ინგლისში ნახევარ სეზონსაც ვერ გაუძლებს!
ლაშა
26 აგვისტო 2020 17:44
2
ამაშია დამპლებო, საერთოდ ამ საიტზე რას შემოდიხართ სადაც მესიზე წერია? აუსვით არავინ გეპატიჟებათ აქ შემოსვლაზე. დაღმავალი შენნაირების ტვინია ბოღმებით სავსე, რომ ხართ.
ლაშას
26 აგვისტო 2020 19:28
2

სიახლეები პოპულარული