მესი გვარდიოლას კონტრაქტზე შეუთანხმდა და სავარაუდოდ, საქმე სასამართლომდე მივა!

AutoSharing Option
თანდათან ირკვევა თავდამსხმელ ლეო მესის სიტუაცია, რომელმაც "ბარსელონას" დატოვება განიზრახა. კლუბის პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შეიძლება გადადგეს. ის არაა ის პიროვნება, რომელიც პოსტს თავისი ნებით დატოვებს.

მის ბედად, "კამპ ნოუზე" მატჩები უმაყურებლოდ ტარდებოდა და ალბათ, გარკვეული პერიოდი ისევ ასევე ჩატარდება და ობსტრუქციას ვერავინ მოუწყობს. თუმცა, არც ამის შიში აქვს, სტადიონთან კი გუშინ იმდენი გულშემატკივარი არ მისულა, რომ საპროტესტო აქციას სერიოზული სახე მისცემოდა.

"მუნდო დეპორტივო" ირწმუნება, რომ მესიმ გუნდის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ახალმა მწვრთნელმა რონალდ
კუმანმა ფორვარდ ლუის სუარესს კარისაკენ მიუთითა. ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" განადგურების შემდეგ სუარესი მესისთან სახლში იმყოფებოდა და მოვლენების განვითარებაზე გეგმებს ერთად აწყობდნენ, ხოლო არგენტინელმა ნიდერლანდელთან საუბრის მერე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

კატალონიის რადიოს პროგრამა Club de la Mitjanit-ი "ტვიტერით" ინფორმაციას ავრცელებს, რომ ლეო რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელ პეპ გვარდიოლას და კონტრაქტის გაფორმებაზე შეუთანხმდა.

მესის "ბარსასთან" ხელშეკრულების გაწყვეტა კი სურს, მაგრამ კლუბი ამტკიცებს, რომ ამისათვის 30 მაისამდე უნდა მიემართა, დათმობაზე არ წავლენ და მისმა მსურველმა კლუბმა 700 მილიონი უნდა გადაიხადოს.

ერთი სიტყვით, ყველაფერს ისეთი პირი უჩანს, მხარეები ვერ მორიგდებიან და საქმე სასამართლომდე მივა. დრო კი არ ითმენს, ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი "ბარსელონა" კვირას ახალი სეზონისათვის სამზადისს უნდა შეუდგეს. უნდა შეუდგეს მესისა და სუარესის გარეშე და თან, რაც მთავარია, ახალი ფეხბურთელების შესაძენი ფული არა აქვს.

მკითხველის კომენტარები / 45 /
თავმოყვარეობაზე წინ რო ფულს აყენებთ ეგ ძაან მაგარი სირცხვილია.
ალბერტს და იმერელს
26 აგვისტო 2020 10:26
0
მესი წავა და მერე ვის გამო იკამათებენ ბარსელონას ძალად ფანები საინტერესოა? :დ ან პესეჟე ან სიტის მიადგება და ბოლო წლებს იქ აგორავებს ბურთს ფულსაც აიღებს მერე მომთაბარე ტომივით ქართველი ფანობა იმ კლუბს მიადგება და ბარსას გამო რომ ჩხუბამდე მიდიოდნენ დაივიწყებენ.
Omo
26 აგვისტო 2020 10:25
2
გვარიოლა წავა ინტერში და თან წაიყვანს მესის, ესეც ბარსელონას ერთგულება?! ჰგონია ლიგას ასე მაინც მოიგებს. ჩემს ფეხებს მოიგებს. როგორც ბაიერნში და სიტიში მოიგო. ხავი-ინიესტა, მესი ნეიმარი და სუარესი ერთად აღარ იქნება, არა! დამთავრდა ეპოქა, ისე როგორ თავის დროზე რეალში და აიაქსში დამთავრდა, ბაიერნში, მილანში. ეს ეპოქალური გუნდები იყვნენ, რომლებიც ალბათ50-60 წელიწადში ერთხელ მეორდება.
ასე იქნება
26 აგვისტო 2020 10:18
2
25 წელია ბარსას იქით ჩემთვის გუნდი არ არსეობს. ვინც worldsport-ზე პოსტავდა ვემახსოვრები ორი დღეა ბარსადან ჩამოვედი, კარანტინიდან ვწერ და მთელი გულით ვამბობ კატლონიელებზე ღორი ერი არ არსეობს დედამიწაზე და ლეოს არ ისახურებენ. წადი მიუხედავად იმისა რომ მე ვერასოდეს გიგულშემატკივრებ სხვა გუნდის მაისურში, მაინც უდიდეს წარმატებას ვუსურვებ. ამ გუნდის და.მსოფლიოს #1 ლეგენდა! გაუჩოს შემდეგ ამათ სიღორეში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ ამას არ ველოდი...
Graf.
26 აგვისტო 2020 08:56
8
ეჰჰ სხვებიც ვერ დააფასეს ამათმა და ძალიან ცუდია.
გეგი
26 აგვისტო 2020 13:00
1
ღორი ერი რატოა? ან თუ ესეთი წარმოდგენა გაქვს გუნდზე რატო გულშემატკივრობ? ისე მარტო შენ არ ხარ ბარსელონაში ნამყოფი, მე არ ვიცი შენ ვისთან და რა ხალხთან გქონდა ურთიერთობა
ave
26 აგვისტო 2020 12:12
2
აუტკივარი თავი აიტკია კუმანმა,მშვენივრად იყო ნაკრებში,კარგი გუნდიც დააყენა.ბარსაში ახლა სიტუაციის დალაგება ურთულესია.მესი თუ წავიდა ჩათვალეთ ორი წელი ტიტულისთვის ფაქტიურად ვერ იბრძოლებს,მტკივნეული გარდაქმნა იქნება,ვინც არ უნდა იყოს მწვრთნელი.
master
26 აგვისტო 2020 08:41
0
სწორეთ იქცევა წავა და სხვაგან მოსინჯავს ძალებს პრემიერლიგა ყველა ფეხბურთელისთვის სანუკვარი ჩემპიონატია
Gio
26 აგვისტო 2020 05:35
6
ბარსელონა არც მესით დაწყებულა და არც მესის წასვლით დამთავრდება! წასვლა უნდა? უნდა წავიდეს! ბარსა მესიზე ბევრად მეტია! იქნებ უკეთესიც კია რო წავიდეს როგორც ბარსასთვის ისე მესისთვის, და მარტო მესი კი არა, უნდა წავიდნენ სუარესი, პიკე, ბუსკეტსი, და კიდევ ბევრი მძორი მთავარი მძორის ბართომეუს თამადობით! მადლობა მათ იმისთვის რაც ბარსასთვის გააკეთეს და არც ბარსას დაუკვლია პატივისცემა მათთვის. ყველაფერს აქვს დასასრული და დასაწყისი და დროა ბარსამ ახალი ეპოქა დაიწყოს!
barsa
26 აგვისტო 2020 05:21
34
როგორც მე არა ვარ რეალის ფანი, ისე შენ არა ხარ ბარსას ფანი. გეყოს სულელური აზრების ფრქვევა. მძორები კი შენსკენ მოიკითხე, შენის თამადობით.
აფერისტ ვითომ ბარსას თვითმარქვია ფანს. არ დამბლოკოთ.
26 აგვისტო 2020 14:22
3
ბარსას ჰეგემონია მესის პერიოდში დაიწყო. კარგად მახსოვს ბოლო ტურში ბოლო წუთზე რივალდოს გოლით ბარსამ ჩლ-ს საგზური მოიპოვა და რივალდო მალევე გუნდიდან გაუშვეს. ვისაც კარგად გახსოვთ ბარსა ევროპულ ასპარეზზე 90-იანების დასაწყისიდან სტაბილურად ფავორიტის სტატუსით განიხილებოდა. ხავიესტას წასვლის მერე მესი ათრევდა გუნდს და ასეთი უპატივცემლობის ღირსი ნამდვილად არ არის. ეტყობა ძაან გამოკორონდა ეს ბართომეუ,ბარსას ფინანსები (სარეკლამო) მესიზეა მიბმული და დიდი შანსია ვალენსიას ბედი გაიზიარონ. რეალის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ მაგრად მეწყინება მესის წასვლა, ელ კლასიკოში იდიოტი დემბელეს და დაუნი ვინიციუსის ყურება, უბრალოდ მაზოხიზმი იქნება. იმედია პრეზიდენტს გადააყენებენ და მესი დარჩება--მან ბარსა აქცია ბარსად და სრულყოფილად გადაუხადა საფასური იმისთვის, რომ 13 წლის ბავშვს ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს. სიტის რაღაც ყური ნაკლებად აღიქვამს. თუ წავა ინტერში ჯობს, იქ ხომ არგენტინელებს მუდამ აფასებენ, ძანეტი სპორტული დირექტორია, ლაუტარო იქ არის და მაგათ მფლობელს იმდენი ფული აქვს, მთელ კატალონიას იყიდის. რაც უნდა მოხდეს წარმატებები ლეგენდას!
რაულ გონსალეს ბლსნკო
26 აგვისტო 2020 12:30
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული