COVID-19-ის რეგლამენტის გათვალისწინებით, ლონდონის "ჩელსის" ერთბაშად 8 ფეხბურთელი 2-კვირიან კარანტინში გადაიყვანეს. 6 მათგანზე ეჭვობენ, რომ ვირუსის მატარებლები არიან, ხოლო 2 ფეხბურთელს ინფიცირებულთან კონტაქტი დაუდასტურდა.
The Telegraph-ის ინფორმაციით, ჟორჟინიო, ბერკლი, ემერსონი, ბატშუაი, მაუნტი, ტომორი, აბრაამი და პულიშიჩი საწვრთნელ პროცესს დროებით ჩამოშორდნენ.
გუნდის დანარჩენი ნაწილი პრემიერლიგის მომავალი სეზონისთვის დატვირთული რეჟიმით ემზადება. 14 სექტემბერს, ინგლისის ჩემპიონატის პირველ ტურში ლონდონელები გასვლაზე "ბრაიტონს" შეხვდებიან.
ტიაგო სილვა შეიძლება "ჩელსიში" უფასოდ გადავიდეს
"არსენალმა" ობამეიანგის დუბლით "ჩელსის" მოუგო და ინგლისის თასს დაეუფლა [VIDEO]