"ჩელსის" 8 ფეხბურთელი კარანტინში გადაიყვანეს

AutoSharing Option
COVID-19-ის რეგლამენტის გათვალისწინებით, ლონდონის "ჩელსის" ერთბაშად 8 ფეხბურთელი 2-კვირიან კარანტინში გადაიყვანეს. 6 მათგანზე ეჭვობენ, რომ ვირუსის მატარებლები არიან, ხოლო 2 ფეხბურთელს ინფიცირებულთან კონტაქტი დაუდასტურდა.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ჟორჟინიო, ბერკლი, ემერსონი, ბატშუაი, მაუნტი, ტომორი, აბრაამი და პულიშიჩი საწვრთნელ პროცესს დროებით ჩამოშორდნენ.

გუნდის დანარჩენი ნაწილი პრემიერლიგის მომავალი სეზონისთვის დატვირთული რეჟიმით ემზადება. 14 სექტემბერს, ინგლისის ჩემპიონატის პირველ ტურში ლონდონელები გასვლაზე "ბრაიტონს" შეხვდებიან.