"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა ნახევარმცველმა გარეთ ბერიმ ოფიციალურად განაცხადა ფეხბურთელის კარიერის დასრულების შესახებ.
ინგლისელი ფეხბურთელის უკანასკნელი კლუბი "ვესტ ბრომვიჩ ალბიონი" გახლდათ, რომლის რიგებშიც ბოლო 3 სეზონი გაატარა.
კარიერის მანძილზე ბერიმ პრემიერლიგის 4 კლუბში ითამაშა: "ასტონ ვილაში", "ევერტონში", "მანჩესტერ სიტისა" და "ვესტ ბრომვიჩში". ბერის უნიკალური მიღწევა აქვს - ინგლისის პრემიერლიგაში 653 ჩატარებული თამაშით რეკორდსმენია.
39 წლის ინგლისელი საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდის წევრი იყო და ნაკრებში 53 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 3 გოლის გატანა შეძლო. კარიერაში ბერიმ 2 ტიტული მოიგო - ინგლისის თასი (2011)
და ინგლისის ჩემპიონატი. 2006/07 წლების სეზონში კი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით