ტიაგო სილვა ინგლისური გრანდის ფეხბურთელია

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსიმ" ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 35 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი ტიაგო სილვა "არისტოკრატების" ფეხბურთელი გახდა.

"ბედნიერი ვარ, რომ "ჩელსის" შევუერთდი და მომავალ სეზონში ფრენკ ლამპარდის ბრწყინვალე გუნდის წევრი ვიქნები. აქ ტიტულებისთვის საბრძოლველად მოვედი.

"ჩელსის" გულშემატკივრებს მალე შევხვდები. მოუთმენლად ველოდები "სტემფორდ ბრიჯზე" პირველი თამაშის ჩატარებას", - განაცხადა სილვამ.

გამოცდილ მცველსა და ლონდონურ კლუბს შორის ხელშეკრულება 1 წლის ვადით გაფორმდა, თუმცა კონტრაქტი მხარეთა თანხმობის შემთხვევაში თანამშრომლობის 1 სეზონით გახანგრძლივებასაც მოიცავს.

ვეტერანმა მცველმა კარიერა "რს ფუტებოლში" დაიწყო. შემდეგ იყო "ხუვენტუდი",
"პორტუს" მეორე გუნდი. ერთი პერიოდი მოსკოვის "დინამოში" იყო განათხოვრებული. შემდეგ "ფლუმინენსეს" შეუერთდა, საიდანაც მის კარიერაში აღმავლობა დაიწყო - 2009 წელს "მილანის" ფეხბუთელი გახდა, 2012 წელს კი პსჟ-ს შეუერთდა. სილვას ბრაზილიის ნაკრებში 89 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 7 გოლის გატანაც შეძლო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გრანდები არიან ლივერპული, მან.იუნაიტედი, რეალი, ბარსა, ბაიერნი, იუვე, ინტერი, მილანი და ნოტინგემ ფორესტსაც უფრო მეტი ტიტული აქვს საშინაოც და საერთაშორისოც, ვიდრე ჩელსის და „გრანდ“ ტიაგოს ერთად... იქნებ სიტიც გრანდი გგონია ან პსჟ? უბრალოდ თქვი, რომ ამ სამივე კლუბის მეპატრონეები ფულის ტომრები არიან
LIVERPOOL
19:32 28-08-2020
2

სიახლეები პოპულარული