L’Equipe: მესის მამამ პსჟ-ს შეატყობინა, რომ მისი შვილი "მანჩესტერ სიტიში" გადადის

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, პსჟ-ის სპორტული დირექტორი ლეონარდო "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის მამას, ხორხე მესის დაუკავშირდა, რათა მისი შვილის ამბავი გაეგო და ეთქვა, რომ ტრანსფერით არიან დაინტერესებული.

ხორხემ ლეონარდოს შეატყობინა, რომ ლეო "მანჩესტერ სიტიში" აპირებს გადასვლას.

ადრე ESPN-მა გაავრცელა ინორმაცია, რომ ლიონელმა თავის ძველ მეგობარს, "პარი სენ ჟერმენის" ფორვარდ ნეიმარს მასთან ერთად "სიტიში" გადასვლა შესთავაზა.

"ქალაქელების" ყოფილმა კაპიტანმა, ვენსან კომპანიმ, რომელიც ამჟამად "ანდერლეხტის" მწვრთნელია, განაცხადა, რომ "სიტისთვის" ასეთი ფეხბურთელის ხელში ჩაგდება შესანიშნავი იქნება, გუნდის თავკაც პეპ გვარდიოლასთან ჩინებული ურთიერთობა აქვს და ჩემპიონთა
ლიგის მოგებაში დაეხმარება.

მკითხველის კომენტარები / 14 /
კომენტარებს ნუ ბლოკავთ.
ადმინ, არ შეიძლება ეს როგორც თქვენ იქცევით
12:49 29-08-2020
0
ეტყობა მამამისი მშობელთა კრებაზე დაიბარეს,ჯერ ხომ 33 წლისაა და ბავშბის ჭკუა აქცვს.ყველა ნორმალურ ფეხბურთელს თავისი პროფესიონალი აგენტი ყავს და მესი ისე არის გაღორებული რომ მამას დაავალა აგენტობა ფული ოჯახიდან რომ არ გავიდეს.წარმომიდგენია მესის მამა რა დონეა.
უჯიშო
11:00 29-08-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული