რაც თავდამსხმელმა ლეო მესიმ "ბარსელონას" დატოვების სურვილი გამოთქვა, მის შესახებ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი.
Jugones-ის ცნობით, "მანჩესტერ სიტის" მენეჯერი პეპ გვარდიოლა მესისთან მოსალაპარაკებლად კატალონიაში ჩავიდა. თუმცა, ამისათვის ლეომ "ბარსასთან" კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე უნდა მიაღწიოს შეთანხმებას.
კლუბის პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ განაცხადა, რომ არგენტინელს მხოლოდ ხელშეკრულების გაგრძელების საკითხზე შეხვდება. თურმე, კლუბმა მესის გადწყვეტილების შესახებ ჯერ კიდევ ივლისში იცოდა.
ლეოს მამამ, ხორხემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ლეონარდოს კი უთხრა, რომ მისი შვილი "სიტიში" აპირებს გადასვლას, მაგრამ პარიზული კლუბი მის ხელში ჩასაგდებად მაინც იბრძოლებს.
მესის სამსახურით აგრეთვე "იუვენტუსი" დაინტერესდა და უნდა თავდასხმაში რონალდოს შეუწყვილოს, ხოლო "დეილი მეილი" უკვე მომავალი სეზონისთვის "სიტის" სავარაუდო ძირითად შემადგენლობას აქვეყნებს და ლიონელი სასტარტოში ჰყავს შეყვანილი.
მესიმ "ბარსელონას" წასვლის დეტალებზე შეხვედრა სთხოვა, კლუბი არ პასუხობს
თან უკვე 34 წლის ხდება, მალე ფეხბურთიდან წასვლა მოუწევს, ესეთ შემთხვევაში, რა სარგებლობა მოაქვს მამალს?
მხოლოდ ჩინჩლავს?
რატობ აჭამონ ქერი ქათამს, რომელსაც ოქროს კვერცხის დადება არ შეუძლია???
მწვრთნელის პოზიციიდან სწორი გადაწყვეტილებაა... „„თან თვეში ძალიან ბევრს ჭამს““.