ხამესი მომავალ კვირაში "ევერტონში" გადაბარგდება

AutoSharing Option
"რეალის" ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი მალე გუნდს გამოიცვლის

ხამესი მომავალ კვირაში "ევერტონში" გაივლის მედშემოწმებას, - იტყობინება Talksport-ი.

კოლუმბიელს ლივერპულურ გუნდში ერთი წლის გაანათხოვრებენ. "ევერტონში" მისი გადაყვანა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მოითხოვა. ხამესი ანჩელოტის ხელმძღვანელობით "რეალსა" და "ბაიერნში" თამაშობდა.

ის "რეალში" 2014 წელს გადავიდა, კონტრაქტი კი გაისად უმთავრდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ყველა ფიქრობდა რომ უმაღლესი დონის ვარსკვლავი გახდებოდა ხამესი სამწუხაროა რომ მისი კარიერა ვერ აეწყო ისე როგორც ელოდნენ
გიო
01:55 30-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული