ნიდერლანდელი ნახევარმცველი დონი ვან დე ბეკი "აიაქსიდან" "მანჩესტერში" გადავიდა, - ამის თაობაზე "იუნაიტედმა" ინფორმაცია "ტვიტერით" გაავრცელა.
დე ბეკს მანკუნიანურმა კლუბმა 5+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა, ეს სიამოვნება კი 40 მილიონი, პლუს ბონუსები დაუჯდა.
დე ბეკის შეძენა "ბარსელონას" მწვრთნელ რონალდ კუმანს სურდა, მაგრამ კლუბმა მისი თხოვნა ვერ დააკმაყოფილა.
23 წლის დე ბეკი "აიაქსის" აღზრდილია, გასულ სეზონში კი ნიდერლანდების ჩემპიონატის 23 მატჩში (22 ძირითად შემადგენლობაში) 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.