ალექსის სანჩესი: "იუნაიტედიდან" წასვლა პირველი ვარჯიშის შემდეგ მომინდა...

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ჩილელმა შემტევმა ალექსის სანჩესმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ხელშეკრულების გაწყვეტა პირველივე ვარჯიშის შემდეგ უნდოდა.

"პირველივე ვარჯიშის შემდეგ ძალიან ბევრი რამ გავიგე. დავბრუნდი სახლში და საკუთარ ოჯახთან, მენეჯერთან ერთად განვიხილავდი იმ საკითხს, შემეძლო თუ არა კონტრაქტის გაწყვეტა და "არსენალში" დაბრუნება. რაღაცები ჩემთვის შესაბამისი არ გახლდათ, თუმცა "იუნაიტედთან" კონტრაქტი უკვე გაფორმებული მქონდა.

თვეები გავიდა, მე კი ისევ ისეთად დავრჩი. იმ პერიოდში ფეხბურთელები ერთად შეკრული გუნდი არ ვიყავით. ჟურნალისტები მოვლენებს ისე განიხილავდნენ, რომ სიმართლე არ იცოდნენ, ეს კი ტკივილს მაყენებდა. "მანჩესტერის"
ყოფილი ფეხბურთელები ასევე საუბრობდნენ ამ თემაზე, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა ხდებოდა გუნდის შიგნით. ეს ხალხიც დიდ ტკივილს მაყენებდა.

ფეხბურთელის თამაში მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კოლექტივზე. გუნდი ოჯახივით უნდა იყოს, ჩვენ კი ოჯახი არ გახლდით, ეს კი მინდორზე გამოიხატებოდა. თუ ვინმეს რამე ბრალდებოდა, ეს მე ვიყავი. თვითკრიტიკული ვარ, უკეთ უნდა მეთამაშა. თუმცა ბრალს მაინც ყოველთვის მე მდებდნენ, მაშინაც, როცა რამდენიმე წუთით გამოვდიოდი სათამაშოდ", - თქვა ალექსისმა.

31 წლის სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას "ინტერის" წევრი გახდა და ხელშეკრულება 2023 წლამდე გააფორმა.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

altალექსის სანჩესი ათამაშდა - კარანტინის შემდეგ მხოლოდ მესის ჩამორჩება...

alt2019 წლის შემდეგ პირველად - ალექსის სანჩესმა კლუბში გოლი გაიტანა [VIDEO]





მკითხველის კომენტარები / 3 /
წლები გავიდნენ, შენ კი ისევ ისეთად დარჩი, მიუკარება, ბრწყინვალე და სულ ოდნავ მკაცრი" - რას ვიფიქრებდი სპორტალზე მირზა გელოვანის "ციტირებას" თუ ვნახავდი.
მირზა
15:08 04-09-2020
1
ყველაფერი გქონდა არსენალში მაგრამ სიხარბემ დაგღუპა.. გაყევი ადებაიორის და ნასრის გზას.. დაკარგე საყვარელი გუნდის გუნდის პატივისცემა.. პრინციპში ლათინო ხარ და შენგან არაა გამორიცხული.. ფული თქვენთვის ყველაფერია
pu sheni
14:57 04-09-2020
1

სიახლეები პოპულარული