"ევერტონმა" "რეალის" ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი 24.5 მილიონ ევროდ შეიძინა.
ლივერპულურმა კლუბმა კოლუმბიელს 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა. მან გასულ სეზონში ლა ლიგას 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ხამესმა თქვა, რომ ნამდვილი გამარჯვებულია და მწვრთნელ კარლო ანჩელოტისთან ერთად დიადი საქმეების გაკეთება შეუძლიათ.
ანჩელოტიმ კი აღნიშნა, რომ ხამესი ძლივს დაითანხმა და ძალიან გახარებულია.