ვეინალდუმმა "ლივერპულიდან" "ბარსელონაში" გადასვლა არ ისურვა

AutoSharing Option
Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნახევარმცველმა ჟორჟინიო ვეინალდუმმა მწვრთნელ იურგენ კლოპთან საუბრის შემდეგ "ლივერპულში" დარჩენა გადაწყვიტა.

ვეინალდუმს "წითლებთან" 2021 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გაგრძელება სურს.

ვეინალდუმის თავისთან გადაყვანა "ბარსელონას" თავკაც რონალდ კუმანს სურდა, რომლის ხელმძღვანელობით ფეხბურთელი ნიდერლანდების ნაკრებში თამაშობდა.

ის "ლივერპულში" 2016 წელს "ნიუკასლიდან" გადავიდა და 187 მატჩში 17 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
გენიოსია,უცხოპლანეტელია,თქვენ ბავშვებს მოფერებით მესიკოს ეძახით მაგრამ კიდევ გავმეორდები 15 წელია არგენტინის ვარსკვლავურ ნაკრებს მესის კაპიტნობით კოპა ამერიკაც კი ვერ მოუგია,ხოლო პორტუგალიის ნაკლებ ვარსკვლავურმა ნაკრებმა ევროპის პირველობა მოიგო.იქნებ სწორედ იმაშია საქმე რომ კრიშტიანო უფრო მაგარი შემყვანოვიჩია.თუ სათქმელი არაფერი გაქვთ და ცდილობთ პირადი შეურაცყოფით გადაფაროთ იცოდეთ ეს არაკაცური საქციელია.
mister 101
14:27 13-09-2020
2
ფსიხიატრი იმას ჭირდება ვისაც ეჩვენება რომ ზოგიერთი ფეხბურთელი უცხოპლანეტელია,გენიოსია,მთავარია ლეგანესები და ეიბარები დაამარცხო და ისტორიაში საუკეთესო ხარ. მსოფლიო ჩემპიონატების და ჩ.ლ-ის მოგება ამას რას შეედრება.სამარცხვინოდ რომ განადგურდები 8-2 სხვას უნდა დააბრალო.უბრალოდ ფაქტების დამწერს მართალი კაცი ქვია.
ბატონი 101
20:36 11-09-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული