პრემიერლიგის პირველ ტურში "არსენალმა" 3:0 დაამარცხა "ფულჰემი".
გოლები ლაკაზეტმა, გაბრიელმა და ობამეიანგმა გაიტანეს. გუნდის ახალწვეულმა ვილიანმა 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
"მეთოფეებმა" 2009 წლის შემდეგ ჩემპიონატის სტარტზე ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება მოიპოვეს - მაშინ "ევერტონს" 6:1 სძლიეს.
უკანასკნელად "არსენალმა" სტუმრად დიდი ანგარიშით 2018 წლის ოქტომბერში "ფულჰემთან" იმარჯვა - 5:1.