ბიელსას "ლიდსის" მორიგი 7-გოლიანი მატჩი, "მანჩესტერის" უხეირო სტარტი და "ევერტონის" დამაჯერებელი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
19 სექტემბერს პრემიერლიგის 4 მატჩი გაიმართა.

"ლიდსმა" პირველ ტურში "ლივერპულთან" 3:4 წაგების შემდეგ 4:3 მოუგო "ფულჰემს". ბიელსას გუნდი მართლაც თვალსასეირო ფეხბურთს თამაშობს და ამ გუნდის მატჩების ყურება ერთი სიამოვნებაა.

ლიდსი - ფულჰემი 4:3
გოლები: 1:0 ელდერ კოსტა (5), მიტროვიჩი (34, პენ), 2:1 კლიჰი (41, პენ), 3:1 ბემფორდი (50), 4:1 ელდერ კოსტა (57), 4:2 დეკორდოვა-რიდი (62), 4:3 მიტროვიჩი (67)

ანჩელოტის "ევერტონმა" მეორე გამარჯვება იზეიმა და გოლი და საგოლე გადაცემა ახალწვეულმა ხამეს როდრიგესმა მიითვალა. კელვერტ-ლიუინმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.

ევერტონი - ვესტ
ბრომვიჩი 5:2
გოლები: 0:1 დიანგანა (10), 1:1 კელვერტ-ლიუინი (31), 2:1 ხამესი (45), 2:2 პერეირა (47), 3:2 კინი (54), 4:2 კელვერტ-ლიუინი (62), 5:2 კელვერტ-ლიუინი (66)
გაძევება: გიბსი (45+1, ვესტ ბრომვიჩი)

"მანჩესტერი" სახლში მოულოდნელად 1:3 დამარცხდა "კრისტალ პლასთან". "იუნაიტედში" სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა გოლი დე ბეკმა.

მანჩესტერი - კრისტალ პალასი 1:3
გოლები: 0:1 ტაუნსენდი (7), 0:2 ზაჰა (74, პენ), 1:2 დე ბეკი (80), 1:3 ზაჰა (85)

კვლავ იმარჯვა "არსენალმა", რომელმაც ამჯერად "ვეტ ჰემს" 2:1 სძლია.

არსენალი - ვესტ ჰემი 2:1
გოლები: 1:0 ლაკაზეტი (25), 1:1 ანტონიო (45), 2:1 ნკეტია (85)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული