პრემიერლიგის მეორე ტურში "ლივერპულმა" ლონდონში 2:0 დაამარცხა "ჩელსი".
დუბლი თავდამსხმელმა სადიო მანემ შეასრულა და ამას გარდა, მასთან უხეშობისთვის მსაჯმა 45+1-ე წუთზე პირდაპირი წითელი ბარათით "არისტოკრატების" მცველი ანდრეას კრისტენსენი გააძევა.
"ლივერპულში" ტიაგო ალკანტარას დებიუტი შედგა. მან ერთ ტაიმში 75 პასი გააკეთა და პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა.
"ჩელსის" ნახევარმცველმა ჟორჟინიომ 75-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.
"ლივერპულმა" ჩემპიონატის ბოლო 5 მატჩიდან "ჩელსის" 4 მოუგო და 1 ფრედ დაასრულა. იურგენ კლოპის გუნდმა სტარტზე ორივე შეხვედრაში გამარჯვება იზეიმა და 28 სეტემბერს "არსენალს" უმასპინძლებს.