"სიტი" ლიგის თასის 1/8-ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საკმაოდ თვალსასეირო მატჩი ვიხილეთ "ეტიჰადზე". ერთმანეთს "მანჩესტერ სიტის" მეორე გუნდი და "ბორნმუთი" დაუპირისპირდნენ. თასის მოქმედი მფლობელებისთვის მატჩი არც ისე მარტივი აღმოჩნდა. მართალია, "სიტი" მატჩის დასაწყისშივე დაწინაურდა, როცა ფილ ფოდენმა შესანიშნავი პასით ლაიამ დელაპს გაატანინა, თუმცა ზუსტად 4 წუთში სემ სარიჯმა გოლითვე უპასუხა და 23-ე წუთისთვის ანგარიში 1:1 იყო. ბორნმუთელთა სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ "სიტის" მარტივი მატჩი ნამდვილად არ ჰქონია, "ქალაქელებმა" ისევ და ისევ ფილ ფოდენის გოლის წყალობით შეძლო გამარჯვების მოპოვება. ახალგაზრდა შუახაზელმა 75-ე წუთზე, რიად მაჰრეზის დარტყმულს დაამატა, რომელიც ძელმა
აისხლიტა. 

მანჩესტერი. "ეტიჰად სთედიუმი"
მანჩესტერ სიტი - ბორნმუთი 2:1
გოლები: 1:0 დელაპი (18), 1:1 სარიჯი (22), 2:1 ფოდენი (75)

სიტი: შტეფენი, ჰარვუდ–ბელისი, გარსია, უოლქერი, ბერნაბე გარსია (მენდი 36) დოილი (სტერლინგი 67), როდრი (დე ბრუინი 61), ფოდენი, მაჰრეზი, ტორესი, დელაპი.

ბორნმუთი: ტრავერსი, ოფობორთი, სიმფსონი, კელი (ზემურა 28), სმიტი, ბილინგი, ლ. კუკი, გოსლინგი, რიკო (ს. კუკი 64), ბრუკსი (კილენი 76), სარიჯი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული