"ლივერპული" "არსენალზე" გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საკმაოდ უხვგოლიანი და თვალსასეირო მატჩი შემოგვთავაზეს "ლინკოლნმა" და "ლივერპულმა" ინგლისის ლიგის თასის 1/16-ფინალში. როგორც  მოსალოდნელი იყო, მერსისაიდელებმა  მარტივად, დიდი ანგარიშით დაამარცხეს ლიგა ერთის ბინადრები და 7 გოლიც გაიტანეს.  თუმცა ინგლისის რიგით მესამე დივიზიონის გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათაც  შეძლეს და მრისხანე მეტოქეს 2 გოლი გაუტანეს.

რა თქმა უნდა, იურგენ კლოპმა გუნდის ლიდერთა უმეტესობა დაასვენა. საწყისი წუთებიდან  მოედანზე მხოლოდ ვირჯილ ვან დეიკი ვიხილეთ. ლიდერთა არყოფნაში კი თავი გამოიჩინეს 
ახალგაზრდებმა. აღსანიშნავია ტაკუმი მინამინოსა და კერტის ჯონსის მიერ შესრულებული  დუბლები, რასაც თითო გოლი შაჩირიმ, ორიჯიმ და გრუჟიჩმა მიაყოლეს.

მერსისაიდელთა ახალწვეული ტიაგო ალკანტარა ამჯერად განაცხადში არ იყო. სამაგიეროდ, პირველად მოირგო "ლივერპულის" მაისური "ვულვზიდან" გადმოსულმა დიოგო ჟოტამ.  პორტუგალიელი შემტევი მინდორზე 57-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა პირველ მატჩში ღირებული  არაფერი შეუქმნია. 

შეგახსენებთ, რომ ლიგის თასის შემდეგ ეტაპზე "ლივერპული" ლონდონის "არსენალს" დაუპირისპირდება.

ლინკოლნი. "LNER სთედიუმი"
ლინკოლნ სიტი - ლივერპული 2:7
გოლები: 0:1 შაჩირი (9), 0:2 მინამინო (18), 0:3 ჯონსი (32), 0:4 ჯონსი (36), 0:5 მინამინო (46), 1:5 ედუნი (60),
1:6 გრუჟიჩი (65), 2:6 მონცმა (66), 2:7 ორიჯი (89).

ლივერპული: ადრიანი, ნ. უილიამსი, რ. უილიამსი, ვან დეიკი (ფაბინიო 46), ციმიკასი, ელიოტი (ჟოტა 57), გრუჟიჩი, ჯოუნსი, შაჩირი (კეიტა 75), ორიჯი, მინამინო. 
მანჩესტერი. "ეტიჰად სთეიდიუმი"
მანჩესტერ სიტი - ბორნმუთი 2:1
გოლები: 1:0 დელაპი (18), 1:1 სარიჯი (22), 2:1 ფოდენი (75)

სიტი: შტეფენი, ჰარვუდ–ბელისი, გარსია, უოლქერი, ბერნაბე გარსია (მენდი 36) დოილი (სტერლინგი 67), როდრი (დე ბრუინი 61), ფოდენი, მაჰრეზი, ტორესი, დელაპი.

ბორნმუთი: ტრავერსი, ოფობორთი, სიმფსონი, კელი (ზემურა 28), სმიტი, ბილინგი, ლ. კუკი, გოსლინგი, რიკო (ს. კუკი 64), ბრუკსი (კილენი 76), სარიჯი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული