ESPN-ის ცნობით, "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა გაბრიელ ჟეზუსმა ორშაბათს "ვულვერჰემპტონთან" მატჩში ტრავმა მიიღო და "ბორნმუთთან" თასის შეხვედრა გამოტოვა.
გაბრიელ ჟეზუსს ტრავმის გამო ერთი თვე გაუცდება და ბრაზილიის ნაკრებს ბოლივიასთან 9 ოქტომბერს და პერუსთან 13 ოქტომბერს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში ვერ დაეხმარება. მის ნაცვლად ბრაზილიის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ტიტემ "ჰერტას" ფორვარდი მათეუს კუნია გამოიძახა.
შეგახსენებთ, ასევე ტრავმირებულია "სიტის" თავდამსხმელი სერხიო აგუერო.